Entertainment

რას აცხადებს ქობულეთში დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი? ჰასან ართმელიძე: „ახლა მეც არ მყავს შვილი და გამწარებული მამა ვარ!“

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელის  ჰასან ართმელაძის შვილი, 52 წლის  ჯემალ ართმელაძე გარდაცვლილი იპოვეს. „არმაზი“ ის სასტუმროა, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი არასრულწოვანი წევრი   ემსხვერპლა.  europress.ge- გარდაცვლილის მამას,  ჰასან ართმელაძეს  დაუკავშირდა, რომელიც მომხდარ  ტრაგედიას ბანკის ვალს  უკავშირებს. „ ბანკმა სასტუმრო „არმაზი“ წაგვართვა. ჯემალი ამ ამბავს ძალიან  დარდობდა, დახმარების თხოვნით  ვის არ მივმართეთ, მაგრამ  არავინ  გვიშველა. სახალხო დამცველმაც  ისეთი პასუხი მოგვწერა, რომ ფაქტობრივად დაგვცინა… ამ წერილს მოგვიანებით გავასაჯაროებ.    აუდიტმა დამწვარი  „არმაზიც“ კი ორ მილიონნახევრად შეაფასა. მოგეხსენებათ, თავის დროზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რაც  ხანძრის გაჩენას და ბავშვების დაღუპვას უკავშირდებოდა, ჩემი შვილი, ჯემალი  დაიჭირეს, შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.   ამ ამბიდან  წლის შემდეგ კი ერთ-ერთმა ბანკმა დავალიანების გამო  გვიჩივლა და ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არ გაითვალისწინა არც შექმნილი  ფორსმაჟორული მდგომარეობა და არც მომხდარი ტრაგედია და ზარალზე  პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ დაგვაკისრა.  საბოლოო გადაწყვეტილება კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  მიიღო. ორი-სამი დღის წინ სამი  კაცი მოვიდა  და  „არმაზის“ ტერიტორიას აკვირდებოდა, ჩვენც გვითვალთვალებდნენ. ჩემი აზრით,  უშიშროებიდან იყვნენ… დილით კი, როცა ჯემალი  ბავშვებს სასწავლებელში აცილებდა,   მკითხა,-სასტუმროს გასაღები სად არისო. „თანამშრომელს გავატანე “- ვუპასუხე მე.  ეზოდან  ერთად გავედით, შემდეგ ის მობრუნებულა, შეშა სადაც გვიდევს, იქ თოკი გადაუჭრია და  თავი ჩამოუხრჩვია. ახლა შვილი აღარ მყავს, დარჩა მისი სამი ბიჭი უმამოდ…  პასუხი ყველას მოეკითხება, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. თავის დროზე  არმაზში მომხდარი ტრაგედიის მიზეზიც სწორად არ  გამოიძიეს. ხანძარი გაჩნდა ქვემოდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ დაუდევრობით გააჩინა.    ოფიციალურ  მიზეზად  კი ელექტროსადენების გაუმართაობა დასახელდა.   სამწუხაროდ,  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა  იმ დასკვნას დებს, რასაც უკარნახებენ… ახლა მეც გამწარებული მამა ვარ.“- განაცხადა  europress.ge-სთან საუბრისას ჰასან ართმელძემ.

ეკა ასათიანი

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top