სპორტი

ქართველმა მებრძოლმა გიორგი ბერიაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ქამრის მფლობელი გახდა

25 მაისს,  მსოფლიო  საბრძოლო  ხელოვნებათა  კონფედერაციის ეგიდით  საქართველოში პროფესიონალური ბრძოლების ტურნირი ჩატარდა. ბრძოლა წესების გარეშე „რვაკუთხედი“ ახალ სპორტის სასახლეში 20:00 საათზე  დაიწყო.  ტურნირში მონაწილეობა 5  ქვეყნის (უკრაინა, რუსეთი, დაღესტანი, აზერბაიჯანი და საქართველო)  წარმომადგენლებმა მიიღეს.  განსაკუთრებით საინტერესო იყო   ტურნირის მიწურულს  ქართველი მებრძოლის, გიორგი ბერიაშვილის რუს მეტოქესთან, ვლადიმერ ნეპოჩატოვთან შეხვედრა. ორთაბრძოლამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა  და საბოლოოდ,  გამარჯვება ქართველმა მებრძოლმა,  გიორგი ბერიაშვილმა მოიპოვა, რომელიც მსოფლიო ქამრის მფლობელი გახდა. EUROPRESS.GE-მ  მასთან გასაუბრება მოახერხა. „ჩემი მოწინააღმდეგე საკმაოდ გამოცდილო მებრძოლი იყო, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავებთანაც კი აქვს  მოგებული ბრძოლა წესების გარეშე.   ჩვენი მენეჯერები ერთი თვეა  მუშაობდნენ, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო და  ეს დღეც დადგა.  ჩვენ  აბსოლუტურ კატეგორიაში  ვასპარეზობდით, რაც  93კგ-ზე მეტ წონით კატეგორიას გულისხმობს.  წუთისა  და 35 წამის განმავლობაში  ბრძოლა საკმაოდ  დაძაბულად  წარიმართა. ბოლოს მოწინააღმდეგე    ჩობჯენში  გადავიყვანე და  ზემოდან  ერთი ილეთის გამოყენებით მოვექეცი. ამგვარად, ბრძოლა წესების გარეშე  ჩემი გამარჯვებით დასრულდა.“  – განცხადა  გიორგი ბერიაშვილმა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top