HotNews

თუბა ჩაბუქი : „გემუდარებით, ნუ დააკარგვინებთ შვილებს მამას და მე- მეუღლეს!.“

 

დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველის ოჯახი 26 მაისის ღონისძიებაზე

26 მაისს, დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველის  მუსტაფა ემრე ჩაბუქის  მეუღლე,  თუბა ჩაბუქი და მისი ორი  შვილი   საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.  europress.ge- მ მასთან გასაუბრება მოახერხა.

„ 5 წელია, რაც  საქართველოში ვცხოვრობთ, ჩემი ქმარი პედაგოგია,  რომელიც  ამ ქვეყნის  და ქართველი ხალხის სიყვარულს საკუთარ  შვილებს მუდმივად უნერგავს. დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობის  დღე, ასევე,   სხვა დღესასწაულები, რომლებიც ქართველ ხალხს  უხარია , ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.   ჩვენ 26 მაისის დღესასწაულს ტრადიციულად ყოველთვის  ვესწრებით.  ახლა კი აქ  მუსტაფა ემრე ჩაბუქის გარეშე ვიმყოფებით. ის  25 მაისს  სასამართლო დარბაზში ვნახე, რომელმაც  მითხრა, – ხვალ,  ისევ   წაიყვანე ბავშვები  26 მაისის ღონისძიებაზე, ტრადიცია არ დაარღვიოთ!  და ჩვენც,   ქართველ ხალხთან ერთად,  მოვედით ამ   ულამაზესი  დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. “ – განაცხადა  თუბა ჩაბუქმა.

რაც შეეხება დემირელის კოლეჯის დაკავებული მმართველის,  მუსტაფა ემრე ჩაბუქის  FETO- სთან   შესაძლო კავშირს, მისმა მეუღლემ  თაბუ ჩაბუქმა ეს სრულიად გამორიცხა. „ ჩემს მეუღლეს არავითარი კავშირი არ აქვს  ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია  FETO -სთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ის უდანაშაულოა და აღნიშნული ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა. ასე, რომ მე მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი  მალე გაირკვევა.   მხარდაჭერას ვთხოვთ  საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობო  ორგანიზაციებს,  რომ არ დაუშვან  მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქულ მხარესთვის გადაცემა, ხოლო თუ რამე გასარკვევია, საქართველოში გაირკვეს!  ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს, რადგან ამ ქვეყნისთვის კარგის გარდა არაფერი გაუკეთებია.   ყველამ ვიცით, რომ თურქეთში ამჟამად ძალიან დიდი პრობლემებია,  ათასობით  ადამიანის უფლებების შელახვაზე,  წამებასა და არაადამიანურად მოპყრობაზე საუბრობს  საერთაშორისო ორგანიზაციები,  რომლებიც  ეჭვქვეშ აყენებენ   თურქეთის  სასამართლო სისტემას.  აქედან გამომდინარაე,   ჩემი მეუღლის  თურქეთში ექსტრადაცია, მის სრულ დაღუპვას უდრის.  ამ შემთხვევაში მას ელის წამება, არაადამიანურად მოპყრობა და შესაძლოა ლიკვიდაციაც!. მართალია,  სიკვდილით დასჯა ჯერ არ აღუდგენიათ, მაგრამ ხომ არის  ამაზეც საუბარი… ასე, რომ  ძალიან დიდი საფრთხის  წინაშე დგას ჩვენი ოჯახი და ჩემი ორი შვილი. გემუდარებით, ნუ დააკარგვინებთ მათ მამას და მე- მეუღლეს!..“  – განაცხადა  თუბა ჩაბუქმა.

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top