კულტურა

ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიმართება

ფონდი „ევროარტი“  ჰოლანდიელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს უმასპინძლებს.   26 მაისიდან  3 ივნისის  ჩათვლით   ამ მხატვრების   ნამუშევრების გამოფენა  რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ  ლეიდენში   გაიმართება,, რომელიც  გალერეა ზონეში იქნება წარმოდგენილი. (  გალერეა ზონე  ქალაქ ლეიდენის გულში არის განთავსებული.) ამასთანავე, 26 მაისს,  17:00 საათზე,  ფესტივალი „იბერიას“ ორგანიზატორები დიდ ქართულ დღესასწაულს  ( სახელწოდებით – „ჩემი ოცნება-ჩემი აფხაეთი“) გამართავენ  ლეიდენში, რომელიც  ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზ და ტკვილიან ნაწილს,  აფხაზეთს მიეძღვნება.   დღესასწაული მოულოდნელი პერფორმანსით  გაიხსნება და ორი  სრულიად სხვადასხვა სტილის ცოცხალი მუსიკით გაგრძელდება. მოგვიანებით კი   აფხაზეთიდან დევნილი 22  არაჩვეულებრივი ხელოვანის  ნამუშევრების გამოფენა იქნება წარმოდგენილი. ამ ყველაფერს   რამდენიმე სახეობის  ღვინო და სასიამოვნო ადამიანებთან  ურთიერთობის შესაძლებობაც მეტ მიზიდველობას შესძენს.   აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედებაში   განსაკუთრებით  ძლიერ,  წამყვან შემოქმედებით  ხაზს  „მე“-ს  გადარჩენის იმპულსი წარმოადგენს. სწორედ  ამით ცდილობენ  აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები  გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით  სავსე დროსა და სივრცეს,  ხელოვნების ნიმუშები კი  მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით  შექმნან. ეს არის ის, რაც მათ ამ შემთხვევაში აერთიანებთ.  ისე კი, თითოეული მხატვრის მიერ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის ერთ სივრცეში მოქცევა გამოფენას ორიგინალურ და უნიკალურ სახეს აძლევს. განსაკუთრებულია თვით გამოფენის მონაწილეთა ჯგუფი, სხვადასხვა თაობის, 21-დან 78 წლამდე ასაკის დევნილი ხელოვანები, რომლებიც  დამთვალიერებლის წინაშე არა თითქოსდა მოსალოდნელი მძიმე თემებით, არამედ კონტრასტულად სხვა სამყაროდან , სხვა ენით  საკუთარ „მეს“ წარმოაჩენენ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიო 424 კონფლიქტს ითვლის. აფხაზეთთან  დაკავშირებული   კონფლიქტი  კი  ერთ-ერთი მათგანია. მთლიანობაში სხვადასხვა ქვეყნიდან  65 მილიონ იძულებით გადაადგილებულთა შორის დაახლოებით  300 000 აფხაზეთიდან დევნილია. კონფლიქტების მოგვარებაზე ასეულობით სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციები მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები, კონფერენციები  და  მილიონობით დევნილი საკუთარ სახლში დაბრუნებას იმედით ელოდება.

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top