მსოფლიო

ტერორისტული აქტი „მანჩესტერ-არენაზე“

მანჩესტერში 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ტერაქტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ მანჩესტერის პოლიციაში განაცხადეს.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებმა, სავარაუდოდ, იციან თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა და ახლა ზუსტად არკვევენ, ის მარტო მოქმედებდა თუ რამე ჯგუფის წევრი იყო. ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებენ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობას.

„მანჩესტერ-არენაზე“ მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.  აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა არენაზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა. საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქება კონცერტის დასრულებისას, ფოიეში მოხდა.
პირველი ზარი პოლიციაში 22:35 წუთზე შევიდა, თვითმხილველების თქმით, მათ გაიგონეს აფეთქების ხმა, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია ალყაში მალევე მოაქცია. სამართალდამცავებმა მიმდინარე ვაგზლის ევაკუაციაც მოახდინეს. სპეცოპერაციაში 400 სამართალდამცავი მონაწილეობდა.

აფეთქების შემდეგ,  ქალაქის მოსახლეობამ სოციალურ ქსელში თანადგომა გამოუცხადეს იმათ, ვინც მანჩესტერში ჩავიდა და ქალაქიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მათ საკუთარ სახლში თავშესაფრის მიცემა შესთავაზეს.

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top