მსოფლიო

აზერბაიჯანმა სომხეთის სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა

15 მაისს, აზერბაიჯანის მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია 1994 წელს დადებული შეთანხმება მთიან ყარაბაღში სროლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, აზერბაიჯანის  სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარის მიერ განთავსებული სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა. ინფორმაცია დაადასტურა როგორც აზერბაიჯანის, ასევე, სომხეთის მხარემ.

აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, როგორ ანადგურებს აზერბაიჯანის მხარე საჰაერო შეტევით საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ოსას“. სომხეთის მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში განლაგებული სარაკეტო კომპლექსის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ПТРК გამოიყენეს. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

 

Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

პოპულარული

To Top