დედაქალაქი

ნატა ფერაძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?!

ორი წელია, რაც ისინი გამოჩნდნენ – „პარტიზანი მებაღეები“. მათი თქმით, მათი სამიზნე არის ყველა, ვინც ხეებს ჭრის, ტროტუარზე მანქანას აყენებს, ცხოველებს ჩაგრავს, მტრედებს აფრთხობს და ქუჩაში იფურთხება.

„მებაღე პარტიზანებს“ არ ჰყავთ დირექტორი, მაგრამ ჰყავთ ლიდერი – მხატვარ-რესტავრატორი ნატა ფერაძე. ხსენებული მოძრაობაც სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა. პარტიზანების „ეპატაჟური” ლიდერი, როგორც მას უწოდებენ, დაქოქილ ტრაქტორებს გზას უღობავს, ამწეებზე ძვრება და ჩინოვნიკებს შუა თითს უჩვენებს. ზოგს მოსწონს იგი, ზოგს არა. ზოგი დადებითად აფასებს ფერაძის მოღვაწეობას, ზოგი უარყოფითად.

როგორც ამბობენ, არ არის გამორიცხული, რომ ნატო ფერაძემ მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.  მერობაზე არა, მაგრამ გამწვანებისთვის ბრძოლის თავისი კონცეფცია კი აქვს ჩამოყალიბებული.

„ამ ბრძოლისთვის მხოლოდ სიტყვები არ კმარა, დისკომფორტი უნდა შეუქმნა ჩინოვნიკებს და აჩვენო, რომ მათი არ გეშინია“ – აცხადებს ნატა ფერაძე. რამდენად შეძლო დისკომფორტის შექმნა ხსენებულმა ქალბატონმა თავისი ბოლო დროინდელი გამოსვლებით და ლექსიკით, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.

ისინი კი, ვისაც ძალიან მობეზრდა ბეტონის ჯუნგლები და მოენატრა სიმწვანე, დიდი ალბათობით ხმას ნატა ფერაძეს მისცემენ, თუ რასაკვირველია, ეს უკანასკნელი კიდევ ერთ ავანტიურას, არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა.

წყარო mediacity.ge

კომენტარის დატოვება