მერიამ გიგა ბათიაშვილს ამ შენობის პროექტი დაუწუნა, ზურაბ ბაღათურიას მოუწონა… თქვენ რომელს ამჯობინებთ?!
სახელგანთქმული არქიტექტორი, გიგა ბათიაშვილი თბილისის მერს- დავით ნარმანიას უპირისპირდება, ხოლო ქალაქის არქიტექტურის სამსახურს უგემოვნობასა და არაპროფესიონალიზმში ამხელს. ის ამის შესახებ უფრო ვრცლად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა გიგა ბათიაშვილს წარდგენილი პროექტი დაუწუნა და უარყოფითი შეფასებები მისცა. ამ პროექტის მიხედვით, შპს „მელიქიშვილი სიტის“ მიერ ვარაზის ხევის ამოსასვლელში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირედ, ( გამოთავისუფლებულ ადგილზე) მრავალფუნქციური შენობა უნდა აშენებულიყო. თბილისის მერიის არიქტექტურის სამსახურმა არქიტექტორ ზურაბ ბაღათურიას პროექტი მოიწონა. თბილისელებს განსჯისთვის ორივე პროექტიდან წარვუდგენთ ესკიზებს. თქვენი აზრით, ამ დგილს ( უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ) რომელი შენობა უფრო დაამშვენებს?!



